ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბონუსად დავუმატეთ

10/01/2021
TV IMEDI-ის მიერ

▪„ყველა ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს“
▪„ჩვენ სააკაშვილს შევპირდით, რომ თუ ის გაბედავდა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოადგამდა ფეხს, იქნებოდა დაკავებული, მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“
▪„არავის დაკავება და ციხეში გამოკეტვა არ გვიხარია, მაგრამ სამართალი აღსრულდა - მიხეილ სააკაშვილმა უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს ქვეყანას“
▪„ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა, ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას“
▪„დღეს ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით სამართალდამცველების მოქმედების თაობაზე - ეს იყო ოპერატიული ტაქტიკა“
▪„ტელეკომპანია „იმედი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სააკაშვილმა სამაგალითოდ დასაჯა“
▪„მის დანაშაულებს, ბონუსად, დაემატა საზღვრის უკანონოდ კვეთა“
▪„ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“ - ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა ჩვენი საქმით დავამტკიცეთ“
▪„2012 წლის შემდეგ, ქვეყანას არც ომი, არც რაიმე სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი მუდმივი დესტაბილიზაციის რეჟიმში იყო“
▪„გვაქვს წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით - ჩვენ შევძელით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რეალური, ხელშესახები შედეგის მიღწევა“
▪ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში „არჩევნები 2021“

ეწვიეთ ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალურ ვებგვერდს https://www.imedi.ge/ge/shows/82/arch...

© Teleimedi LLC 2021