ახალი 3 | საპატრიარქოს განცხადება | 26.09.12

26.09.2012 03:24

პატიმრების წამების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება კათოლიკოს-პატრიარქი. გუშინ, დღის 4 საათზე მისი უწმინდესობის განცხადება გავრცელდა, სადაც ის რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიარქის განცახდებით, მან არაერთხელ გააფრთხილა სასჯელაღსრულების მინისტრი, ასევე სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომ პატიმრები აღარ ეწამებინათ. „ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ ამ საშინელებას - აცახდებს პატრიარქი - ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის." პატრიარქი ასევე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების ტალღასაც ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, ისინი გაათავისუფლოს, რადგან მათი დაკავება ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას და მტრობას. ასევე უნდა გათავისუფლდნენ ავადმყოფებიც. ბოლოს კი მისი უწმინდესობა აღნიშნავს, რომ ეკლესია დიდი ხანია ხელისფლებისგან ითხოვს საპყრობილეში ციხის მოძღვრის - კაპელანის დანიშვნას, რაზეც საპატრიარქომ უარი მიიღო. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: