გიგი უგულავას საკუთარ ნათქვამზე ბოდიშის მოხდა მოუწია

09.11.2021 00:35

გიგი უგულავა ბოდიშს იხდის საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, მისი ნათქვამია გამო, როდესაც გლდანის ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს საჯაროდ მიმართა და უთხრა, რომ მან და მისმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავს ჯალათი. “დღევანდელ მიტინგზე ჩემმა ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია – მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ – რომ ბავშვებს გავეშვათ პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება”- წერს გიგი უგულავა. საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანისას ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაც ცინიკურად მიუგო და :”ჩიტო” უწოდა. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

გაზიარება: