გიორგი ბარამიძე გადაცემაში ''დღის სტუმარი'' - 23.11.2022
11/23/2022
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ის
მიერ
#გიორგიბარამიძე - პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გიორგობა და ვარდების რევოლუციის დღე. დღე, როდესაც საქართველოში დამარცხდა კორუფცია, კრიმინალი და ქვეყანა დაადგა განვითარების გზას. ადამიანებში რომ იყოს ის ზუსტად ისეთი მუხტი, როგორიც ვარდების რევოლუციის დროს იყო, ბუნებრივია ახლაც გაჩნდებოდა ოპოზიცია, თუ ერთი ვერ ივარგებდა, მეორე გამოჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის იგივე მუხტი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ არ იქნება, ამიტომ მინდა ყველანი ვიყოთ ოპტიმისტები, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, ნიკა გვარამიას ციხიდან დასახსნელად. თუ ვიქნებით ერთიანები, თანმიმდევრულები, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იდეის გარშემო კონსოლიდირებულები, ჩვენ ერთად ყველაფერს მივაღწევთ.