დათა თუთაშხია - ყველა ეპიზოდი ერთად | HD (AI Remastered ვერსია)
0:00:00 - Episode 01
1:10:45 - Episode 02
2:16:37 - Episode 03
3:22:58 - Episode 04
4:24:37 - Episode 05
5:23:37 - Episode 06
6:28:43 - Episode 07
დათა თუთაშხია — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1978 წლის ქართული სატელევიზიო შვიდსერიიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია გიგა ლორთქიფანიძე და გიზო გაბესკირია. კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე. გადაღებულია ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც შეიქმნა 1973-1975 წლებში. „დათა თუთაშხიას“ ბეჭდვა 1971-1972 წლებში ჟურნალმა „ცისკარმა“ დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა.
ფილმში მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, იური იარვეტი, კარლო საკანდელიძე, სოფიკო ჭიაურელი, იმედა კახიანი, იპოლიტე ხვიჩია, გივი ბერიკაშვილი, გურამ საღარაძე, დოდო აბაშიძე, სესილია თაყაიშვილი, ოთარ კობერიძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, აკაკი ვასაძე, ვასილ ჩხაიძე და სხვები.
ფილმში გაშუქებულია საქართველო, სადაც ადგილი აქვს რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდს. ფილმის მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ბოლოსა და 20 საუკუნის დასაწყისში. მთავარი გმირია დათა თუთაშხია (ოთარ მეღვინეთუხუცესი), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია (თენგიზ არჩვაძე) სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.
მსგავსი ვიდეოები
ლაზი ბიჭი მევლუდი
იდეების სამყარო
მუსიკა კინოფილმიდან "დათა თუთაშხია" გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობ...
TV IMEDI
მუსიკა კ/ფ „დათა თუთაშხია“. კოპოზიტორი: ბ. კვერნაძე
TV IMEDI
მუსიკა კ/ფ „დათა თუთაშხია“. კოპოზიტორი: ბ. კვერნაძე
TV IMEDI
ქართველი ერის გაფრთხილება!ყველა ორპირი მართველი ყუფარიას ბედ...
Beso Mikava
ილია მეორე | გახსოვდეს ვისი გორისა ხარ | იოანე ზოსიმე | ფილმ...
GANATLEBA TV
კინოსა და თეატრის შედევრები- "დათა თუთაშხიას" 40 წელი შეუსრუ...
PK TV2
ბიძინა კვერნაძის 91 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster