12

01/23/2025

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისიის შექმნას ეხება.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, კომისია საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება და კანონმდებლები 2003-12 წლებში ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს ზედმიწევნით შეისწავლიან, მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ კი საპარლამენტო კომისია სამართლებრივ და პოლიტიკურ რეკომენდაციებს მოამზადებს. აქვე დაკონკრეტებულია, რომ საგამოძიებო პროცესი სამხედროებს და მეთაურებს არ შეეხება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ ზუსტად იცოდეს, რა ძალადობრივ ქმედებებთან ასოცირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რაც სამომავლოდ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების რისკებს დააზღვევს. სახელისუფლებო გუნდის ინიციატივას არარელევანტურს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც ფიქრობენ, რომ ინიციატივა არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან აცდენილია. კანონმდებლები კომისიის საბოლოო დასკვნებს და რეკომენდაციებს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.