პანმიქსერი - +90 544 747 74 63 - blokiscexi.com


https://blokiscexi.com
+90 544 747 74 63
თუ გაქვთ მცირე ბლოკის წარმოება, და გსურთ წარმოების მცირე ხარჯებით გაფართოვება, საკმარისია გააუმჯობესოთ აზელვა. როგორც მოგეხსენებათ ჩვეულებრივი ბეტონის სარევები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ წყლის თანაბრად განაწილებისთვის. ასეთი ტიპის მიქსერი საჭიროვებს წინასწარ საჭირო მასალების არევას, ხოლო ჩაყრის შემდეგ წყალს გადაანაწილებს ისე, რომ ნარევის ყველა ადგილი თანაბრად იქნება წყლით გაჟონილი.

როგორ უნდა მოიქცეთ რომ არ დაგჭირდეთ ცალკ-ცალკე წვალება და დაზოგოდ არევის დრო, გააუმჯობესოთ ხარისხი და გამოიყვანოთ აზელილი შედარებით მშრალი ნარევი? ამისთვის გამოიყენება ე.წ “პანმიქსერი“.

პანმიქსერი საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია. მის ფასს ზრდის მაღალი ხარისხის რკინა, რომელიც გადაღუნულია წრიულად სარევის გარშემო. მისი სისქის გამო მიქსერს ემატება საგრძნობელი წონა. ამის გარდა მასზე დამონტაჟებული ძლიერი ძრავი ზრდის მის თვითღირებულებას. ჩვენ მიერ გამომუშავებულია ახალი სახის ხელით საზელი პანმიქსერი. მისი საშუალებით შესაძლებელია 100-120 ლიტრიანი ნარევის ხარისხიანად არევა. რაც მთავარია ნარევის მშრალი ფორმა (შედარებით სხვა სარევებთან) გაზრდის ბლოკის სიმკვრივეს. მის დასატრიალებლად საკმარისია 1 მუშის ძალა. ნარევი მზადდება ყოველ 5 წუთში ერთხელ და ერთი მოზელვით შეგიძლიათ დაამზადოთ 10 ც 20-იანი ბლოკი.