26 მაისის ღონისძიებებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში გენერალური რეპეტიცია იმართება. სამხედროები თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან, აქვეა განლაგებული ტექნიკა. ხვალ თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. რუსთაველის გამზირზე კი სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა და გაიმართება აქტივობები. დედაქალაქში დაგეგმილ გალა-კონცერტს კი რესპუბლიკის მოედანი უმასპინძლებს.
საზეიმო ღონისძიებები თბილისის გარდა, რეგიონებში გაიმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.