პანიკა - წაიღებ თოფს_1

03/25/2019
პანიკა-ის მიერ

FB Page: https://www.facebook.com/bandpanika/
Recorded in: Alex Menabde home studio
წევრები:
ვოკალი/რიტმ გიტარა - კოკო ანთელავა,
ლიდ გიტარა/კლავიში - თენგო ნოზაძე,
ბას გიტარა/ვოკალი - ნიკა ნატროშვილი,
დრამი - თორნიკე ჭავჭანიძე

ლირიკა:
მე ვუყურებ ეკრანს, რომ დავივიწყო ყველაფერი, რაც მე შენ თავს მახსენებს, შენ მე არ მასვენებ, მე ვეღარ ვხედავ ზღვარს.
ნუთუ გრძნობაც მალე გაქრება ჩვენთან ერთად და ჩვენ დავიღუპებით, გვეცოდინება თუ რას ნიშნავს \"სხვა\".

და როცა მოგონება ითამაშებს როლს,
შენ წახვალ და წაიღებ თოფს
და მე კი შენს ლოდინში ვეღარ ვიგრძნობ დროს,
შენ წახვალ და წაიღებ თოფს.

მალე ხელებს გავამოძრავებ რომ გიპოვო, მაგრამ შენ უკვე სხვაგან ხარ და
მე ვიცი როგორც ვარ, ვერ გივიწყებ შენ.
მარტოობით დატანჯული მივდივარ სხვაგან, რომ ფიქრებს გავექცე და იქნებ დავეცე, რომ დავბრუნდე უკან.

და როცა მოგონება ითამაშებს როლს,
შენ წახვალ და წაიღებ თოფს
და მე კი შენს ლოდინში ვეღარ ვიგრძნობ დროს,
შენ წახვალ და წაიღებ თოფს

ღამის სამ საათზე ვერ ვპოულობ გზას,
ვეგუები სხეულის მკვლელ მეტამორფოზას
და ვხვდები რომ წყალსაც ჩემთვის შხამის გემო აქვს,
მომავალზე ფიქრი ჩემს ტვინს ნაწილ-ნაწილ კლავს.