ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა რუსეთთან შეერთებას მისცა. რუსეთთან შეერთებაზე თანხმობა დონეცკში 99.23-მა პროცენტმა, ლუგანსკში 98-მა, ზაპოროჟიეში 93-მა, ხოლო ხერსონში 87-მა პროცენტმა განაცხადა. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მუქარა ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და ის იზოლირებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები