აქთუშეთიი - მუსიკა, სახელოვნებო განათლება - #CreativeTwist
მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ვიდეო "აქთუშეთიის" ფესტივალისა და რეზიდენციის შესახებ. „აქთუშეთიი“ 2017 წლიდან, ყოველ ზაფხულს, თუშეთში, კერძოდ ომალოში შემოქმედებითი, სახელოვნებო პროცესების მასპინძელია. აქთუშეთიი დღეს უკვე ადგილობრივ ეკონომიკასაც ავითარებს და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და განათლების შესაძლებლობებს აჩენს. ვიდეო მომზადებულია იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტ "შემოქმედებითი გარდასახვის" ფარგლებში. პროექტის მიზანია შემოქმედებითი ეკონომიკის გაძლიერება, მისი პრიორიტეტიზაცია და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. “შემოქმედებითი გარდასახვა: შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება” პირველი პროექტია საქართველოდან, რომელიც იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსდა. ვიდეო მომზადდა საქართველოს რეწვის ასოციაციის მიერ. #creativetwistvideo #supportcreativity #creativetwist #unesco #creativegeorgia #unesco #ifcd #festival #residency #art #music #aqtushetii
Creative Industries Georgia ID-ის სხვა ვიდეოები
51:34
პოდკასტი #1 - კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიი...
54:32
პოდკასტი #3 - ქართული თეატრის ელექტრონული არქივი
41:06
პოდკასტი #2 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემ...
01:55:14
შემაჯამებელი ღონისძიება
01:03:11
სემინარი “აზროვნების დიზაინი სოციალური ცვლილებისთვ...
01:16
ნიკოლოზ ნადირაშვილი - „შემოქმედებითი კლასტერების ე...
02:06
დევი ქიტუაშვილი - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსი...
01:02
ელენე თოიძე - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემ...