ახალი ამბები: 6 აგვისტო, 2014

08/06/2014
Tabula ტაბულა-ის მიერ

- თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ახალი გამგებლები წარუდგინა. მერმა გამგებლებს პირველი დავალებაც მისცა. ხვალ 12:00 საათზე თბილისის ახალი მთავრობის პირველი სხდომაა დაგეგმილი, სადაც თითოეული გამგებელი რაიონის ბიუჯეტის მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაციას წარადგენს. მანამდე კი გამგებლები საკუთარი პრიორიტეტების შესახებ საუბრობენ.
- 7 ნოემბრისა და \"ტელეიმედში\" შეჭრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. აღნიშნული თარიღი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა დღეს, საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოცხადა. პროცესი ხმაურით დაიწყო, რადგან ვანო მერაბიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. მან მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს უსირცხვილო და უნამუსო მოსამართლის სიმბოლო უწოდა.
- ქართული ოცნების მთავრობაში ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიჩნეულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მმართველ რგოლთან შრომითი ხელშეკრულებები გაწყვიტეს.

ვიდეოები „Tabula ტაბულა"-ისგან