დოკუმენტური ფილმი თბილისში მდებარე ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში შეჭრილი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ქალების მდგომარეობას ასახავს.
ამ ობიექტებში საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები დღემდე უმძიმეს პირობებში ცხოვრებენ (კანალიზაციის, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე), არ აქვთ ხელმისაწვდომობა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე და ხშირად აწყდებიან გარიყულობისა და მარგინალიზაციის პრობლემას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე საზოგადოების მხრიდან.
ქალთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ისინი ორმაგ ჩაგვრას განიცდიან, ერთის მხრივ არსებული რეპრესიული და უსამართლო სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და მეორეს მხრივ, პატრიარქალური კულტურის მხრიდან. უსახლკარობის მიზეზების კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახური ძალადობა ქალთა მიმართ და საკუთრების განაწილებასთან დაკავშირებული პატრიარქალური ტრადიციები ხშირად იწვევს ქალების საცხოვრებლის გარეშე დატოვებას.
გადამღები ჯგუფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა ჩასახლების ობიექტში და ასახავდა უსალხკარო სოციალურად დაუცველი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ თვითრეფლექსიას საკუთარ მდგომარეობასა და იმ მიზეზებზე, რომელიც საზოგადოებიდან მათ გარიყვას განაპირობებს.
ფილმის ავტორები არიან ბექა წიქარიშვილი და ვატო ჯორკოშვილი.
დოკუმენტური ფილმი მომზადდა ორგანიზაციების - „ტასოს ფონდი“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით, რისთვისაც EMC მათ გულითად მადლობას უხდის.
http://emc.org.ge/