ნახეთ როგორ ებრძვის ჩვენი ორგანიზმი კორონა ვირუსს - ზურას აკადემია _ მედიცინა

03/30/2020
Zura's Academy - Georgia-ის მიერ

#ზურასაკადემია
#დარჩისახლში
#კორონავირუსი

ნახეთ როგორ ებრძვის ჩვენი ორგანიზმი კორონა ვირუსს - ზურას აკადემია _ მედიცინა

კორონა ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო მთელი მსოფლიო პანიკამ მოიცვა.
ამ ვიდეოში შევეცდები მოგიყვეთ რა არის ეს კორონა ვირუსი, როგორ აღწევს ის ჩვენს სხეულში და ხდება დაიმფიცირების შემდეg.
ვირუსების ორი ჯგუფი არსებობს. DNM-ის და RNM-ის მატარებლები. ისინი ადამიანის უჯრედებში შესაღწევად სწორედ ამ გენურ ინფორმაციას იყენებენ.
ვირუსები ჩვეულებრივ ბაქტერიებზე საკმაოდ პატარები არიან და ამიტომ უმეტესი მათგანის დანახვა ელექტორნული მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია.
კორონა ვირუსი პირიდან, ცვირიდან ან თვალებიდან სხეულში მოხვედრის შემდეგ ფილტვებში გადაინაცვლებს და გენეტიკური კოდის საშუალებით უკავშირდება გოლჯის კომპლექსს ანუ იმ უჯრედს რომელსაც სხეულში სასარგებლო უჯრედების გამრავლების ფუნქცია აკისრია. ვირუსი ახდენს მისი გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას და აიძულებს მას, რომ მისთვის სასარგებლო უჯრედები აწარმოოს. რის შემდეგაც გოლჯის კომპლექსში იწყება კორონა ვირუსის წარმოება ანუ ხდება მისი გამრავლება.
კორონა ვირუსის გაზრდილი რაოდენობის გამო გოლჯის კომპლექსი სკდება და მისგან გამოსული მილიონობით ვირუსი უკვე სხვა უჯრედების დაინფიცირებას იწყებს,
ამრიგად ვირუსის უჯრედების რაოდენობა სხეულში უფრო და უფრო იზრდება.
ამ დროს, არც ჩვენი იმუნური სისტემა ხვდება ვირუსს გულხელდაკრეფილი და ის იწყებს მასთან ბრძოლას თავისი ჯარისკაცებით.იწყება სხეულის ტემპერატურის მომატება, რაც იმუნური სისტემის დავალებით ხდება, რადგან როდესაც სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს, ამ დროს იმუნური სისტემის ჯარისკაცები ყველაზე სწრაფად გადაადგილდებიან. ისინი ლორწოსებრი არიან და ვირუსულ უჯრედებს შთანთქავენ,
თუმცა კორონა ვირუსი ახერხებს ამ ჯარისკაცების დაინფიცირებასაც, რაც კიდე უფრო მეტ გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სხეულში. იმუნური სისტემა ახლა ვირუსებთან ერთად სხეულში არსებულ სასარგებლო უჯრედებსაც ებრძვის.
სხეულში უკვე გამოიჩეკა მილიონობით ახალი კორონავირუსი, იმუნური სისტემა ფაქტიურად ჩამოიშალა და უჯრედებს სხვა გზა აღარ რჩებათ, ისინი გადადიან აპოპტოზურ რეჟიმზე ანუ იწყებენ საკუთარი თავის განადგურებას, რითიც ცდილობენ მოკლან ვირუსები რათა ისინი სხვა უჯრედებში არ გადავიდნენ, თუმცა ყოველივე ამას ეწირება ფილტვებში არსებული მილიონობით უჯრედი, რომელიც ჟანგბადით ამარაგებდა სხეულს. სწორედ ამიტომ იწყება ლორწოვანი ან მშრალი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, კუნთების და თავის ტკივილი.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვგირუსი პირის გავლით ნაწლავებში ან თირკმლებში მოხდება იწყება დიარეა ხშირდება კუჭის მოქმედებას.
თუ სხეულის იმუნური სისტემა გაანადგურებს ფილტვების 50%-ს, სხეულს დაჭირდება ჟანგბადის მიწოდება, ხოლო 60-70 %-ზე მეტის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ინფიცირებულის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

რა თქმა უნდა, ეს სცენარი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვითარდება, რადგანაც იმუნური სისტემა ყველას განსხვავებული აქვს. ბევრი ახერხებს და ამარცებს ამ ვირუსს მაგრამ სამწუხაროდ ბევრი შემთხვევაც ფატალურად სრულდება.
დაინფიცირებულთა 20%-ში ვითარდება პნევმონია, ანუ ფილტვების მწვავე ანთება.
უახლესი მონაცემების მიხედვით, კორონა ვირუსმა მსოფლიოში უკვე 715 ათასზე მეტი ადამიანის დაინფიცირება მოახერხა. ამათგან 150 ათასზე მეტმა შეძლო მისი დამარცხება ხოლო 33 ათაზე მეტი შემთხვევა სამწუხაროდ ფატალურად დასრულდა.

როგორც ვიცით ჩვენს ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 91 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და არცერთი გარდაცვლილი არ გვყავს, რის გამოც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს პროფესიონალ ექიმებს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის.

რაც შეეხება ვირუსისგან თავდაცვას, ყველაზე კარგი მეთოდი სახლში დარჩენა და მასზე თავის არიდებაა. პირადი ჰიგიენის დაცვით და ხელების ხშირი დაბანით ჩვენს შევძლებთ თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელება.
ბედნიერ არდადეგებს და ჯანმრთელობას გისურვებთ.