რატომ ვხარჯავთ მილიარდს წამლებში?


საქართველოს მოსახლეობა წამლებში წელიწადში 1 000 000 000 ლარს ხარჯავს.

რატომ ვხარჯავთ ამდენს წამლებზე?
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, წამლის მაღალი ფასია.

და რატომ ღირს წამლები ასე ძვირი საქართველოში?
ფარმაცევტულ ბიზნესს მომკითხავი და მაკონტროლებელი არავინ ჰყავს. საქართველო იმ გამონაკლისს ქვეყნებს შორისაა, სადაც სახელმწიფო არ იყენებს წამლის ფასის რეგულირების არცერთ მოდელს. შედეგად, სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზეც კი ფასს თავად ფარმამაფია ადგენს.

ფარმაცევტული ბაზრის თითქმის 70%-ს ოთხი კომპანია აკონტროლებს. მათ შორის ოლიგოპოლიურ გარიგებებზეა დამოკიდებული, რა ეღირება წამალი საქართველოში, ანუ ვინ იცოცხლებს და ვინ ვერ გადარჩება.
ბოლო კვლევით, როცა წამალში, პირობითად, 10 ლარს ვიხდით, წამლის ღირებულება 3 ლარი და 70 თეთრია. დარჩენილი 6 ლარი და 30 თეთრი ფარმამაფიას რჩება.

წელიწადში დახარჯული ერთი მილიარდი ლარიდან 650 მილიონს ფარმამაფია ითვისებს. ეს საშუალო მონაცემია, მაგრამ არსებობს წამლები, რომლებიც ზოგჯერ 900%-იანი ფასნამატითაც იყიდება.
ფარმაცევტულ მაფიასთან უთანხმოების დროა!

#ფარმაგედონი #უთანხმოებისდროა

-----
ხმა არის ერთობა, რომელიც სახალხო უკმაყოფილების სახალხო წინააღმდეგობად გარდაქმნას ცდილობს.
მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი გვერდი, რათა მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

#ხმა #ხალხიმართალსამბობს