მართლმადიდელი ქრისტიანები..

09/27/2012
odishitv-ის მიერ

მართლმადიდელი ქრისტიანები დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობენ.

ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება.
წმ. კონსტანტინემ და მისმა დედამ წმ. ელენემ იერუსალიმში მოიძიეს უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.

იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
http://www.odishi.ge/
  / odishitv