„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება

პარლამენტში დაბრუნება თუ ბოიკოტის გაგრძელება - რა სამოქმედო ტაქტიკას აირჩევს „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ახლა კონსულტაციებს მართავს. ფრაქციის სხდომას ესწრება პარტიის თავმჯდომარე, ასევე სხდომაში მონაწილეობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნო კოალიცია ჰქონდათ. პოზიციები გაყოფილია - ნაწილი ემხრობა გეგმას, რომლის მიხედვით, თვეების წინ დაწყებული ბოიკოტი გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. მეორე ნაწილი კი, ბოიკოტის მთლიანად შეწყვეტისა და საკანონმდებლო ბერკეტების სრულად გამოყენების მომხრეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები