გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის წარდგენა

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 2021 წლის არჩევნებში ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი და შეთანხმებული კანდიდატები წარმოადგინეს. საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვახტანგ კალოიანი იბრძოლებს; „ევროპული საქართველოდან“ მერობისთვის კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი კირთაძე. ბათუმის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან სამში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასახელდნენ. თითო-თითო ოლქში კი პარტია „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „ელენე ხოშტარია - დროას“ შეთანხმებული კანდიდატები. დოკუმენტს ხელს ათზე მეტი სუბიექტი აწერს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები