„სუფიზმი ანუ ისლამური მისტიციზმი ყველა განშტოების ისლამში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. აღიარებს აგნოსტიკური შემეცნების გზით ღმერთთან ზიარების, ღმერთში განზავების შესაძლებლობას. უკვე მერვე საუკუნის დასაწყისიდან ვხვდებით სხვადასხვა სუფიურ სექტას, რომელთაც, ცალკეული თეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, აერთიანებთ ერთიანი დოქტრინა სამყაროს, როგორც ღვთის საკრალური ემანაციის, შესახებ. სუფიების აზრით, მთელი სამყარო და ამ სამყაროში არსებული ყოველი საგანი სამყაროს შემოქმედის მატერიალური ემანაციაა, ამიტომაც ყველაფერი ღვთისაკენ ისწრაფის და საბოლოოდ იმ წერტილსვე უბრუნდება, საიდანაც თავის დროზე დროით მოცემულობაში გამობრწყინდა. სუფიზმის დამახასიათებელი ნიშანი თავიდანვე იყო უკიდურესი ასკეტიზმი, რაც საკრალური საიდუმლის თაობაზე დუმილის აღთქმასაც გულისხმობდა. სუფიები ამბობდნენ, რომ მათი მოძღვრება ,,ჰალი\" იყო და არა ,,ყალი\", ანუ ეს იყო მდგომარეობა, რომელიც უნდა გეგრძნო და არა - ვითარება, რომელიც სიტყვებით უნდა გადმოგეცა. ამის მიუხედავად, თითქმის ადრეული შუა საუკუნეებიდანვე არავის იმდენი არ უსაუბრია სუფიზმის, სუფიური პრინციპების შესახებ, რამდენიც თვითონ ამ მოძღვრების მიმდევრებს. მათ შორის იყვნენ სიტყვის გამოჩენილი ოსტატები, რომელთა ნაწერები დღეს მსოფლოო ლიტერატურის საგანძურად მიიჩნევა“
გიორგი ლობჟანიძე ლექციისას ,,სუფიზმი ლიტერატურაში\" რამდენიმე ასეთ ავტორზე საუბრობს.
ლექცია რიგით მეექვსეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
https://www.facebook.com/diogenebooks...
http://artarea.tv