ჯონი შუბითიძე - არემჯის გენერალური დირექტორი

12/12/2017
RMG・არემჯი-ის მიერ

,,პროფესიით გეოლოგი ვარ. ამ დარგში დაახლოებით 40 წელია ვმუშაობ. საკმაოდ დიდი გზა გავიარე ამ სპეციალობაში საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ. დღეს გახლავართ RMG-ის გენერალური დირექტორი.

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებულია საქართველოს მასშტაბით. გარდა იმისა, რომ მრეწველობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ექსპორტის მხრივ ქვეყნის მასშტაბით სამეულში შედის.

კომპანიას გადაწყვეტილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს გარემოსდაცვით სფეროში. ეს არის დღეისთვის განსაკუთრებული მიმართულება, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი და თანამშრომლები ყურადღებას აქცევენ.

ეს კომპანია არის ქართული სულის მატარებელი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე, თავისი თანამშრომლების და რიგითი ადამიანების კეთილდღეობაში.

#RMG2017
#არემჯი2017

RMG - ძლიერი კომპანია ძლიერი საქართველოსთვის!

ვიდეოები „RMG・არემჯი"-ისგან