ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი

02/18/2016
batumi ijh-ის მიერ

2016 წლის 16 თებერვალს, 17:00 საათზე ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე - „ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი“.

დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ :
მურმან დუმბაძე - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში
აკაკი ძნელაძე - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია: ჯაბა ანანიძემ-, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტმა

დისკუსიაზე დასწრება იყო თავისუფალი.
სადისკუსიო დრო: 16 თებერვალი, 17:00 საათი
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა 62-64, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსია ჩატარდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.

ვიდეოები „batumi ijh"-ისგან