მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 54. თემურლენგი, ევროპა და საქართველო

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia) ---------------------------------------------------------------------------------- თემურლენგის ლაშქრობები, ცენტრალური აზიისა და ევრაზიის სტეპების მომთაბარეთა ექსპანსიის ერთ-ერთი ბოლო აქტი, მეხის უკანასკნელი გაელვება იყო. ბრწყინვალე მხედართმთავრული ნიჭი; პირადი, თავზეხელაღებული სიმამაცე; ხშირი, უკონტროლო მრისხანება; სისასტიკესთან შერწყმული პოლიტიკური ცბიერება და დიპლომატია; ჩინგიზ-ხანის იმპერიის აღდგენის ამბიცია - მას გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიულ პერსონად აქცევს. თემურლენგის ლაშქრობები ევროპულ თუ აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში აისახა. ამ დიდ, შუააზიელ დამპყრობელთან ომებმა დამანგრეველი შედეგები მოუტანა საქართველოსაც. „მწარე პოდკასტის" 54-ე ეპიზოდში, ჩვენ ვისაუბრეთ თემურლენგის იმპერიაზე; ომებზე მისი ეპოქის ძლიერ სახელმწიფოებთან; ურთიერთობაზე ევროპელებთან; ევროპულ ისტორიულ წყაროებზე თემურის შესახებ; დასავლელ მოგზაურთა ცნობებზე; თემურის რელიგიურ პოლიტიკაზე; დიპლომატიურ ურთიერთობაზე ევროპასთან; ეკონომიკურ ინტერესებზე; საქართველოში ლაშქრობების მიზნებზე, მასშტაბებსა და თემურის გეოპოლიტიკურ მიზნებზე კავკასიის რეგიონში. პოდკასტის სტუმარია თსუ-ს დოქტორანტი, ისტორიკოსი, ბექა კვაჭაძე.

მსგავსი ვიდეოები