უფასო სწავლა რუსეთში – ვიდეო ინსტრუქცია

08.11.2023 05:07

უფასო სწავლა რუსეთში უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად საბუთების მიღება დაწყებულია.  საქართველოდან რუსეთში სწავლის დაწყების ან/და გაგრძელების მსურველთათვის რუსული მხარის მიერ ოფიციალურად, სამთავრობო დონეზე, გამოყოფილია 300 ადგილი იმ შემთხვევაში თუ არ ფლობთ რუსულ ენას – თქვენ გაქვთ საშუალება, 1 წელი მოსამზადებელი ენის კურსები გაიაროთ რუსეთშივე, ასევე სრულიად უფასოდ გახსოვდეთ, რომ რუსული დიპლომი ნოსტრიფიცირებულია (აღიარებულია) საქართველოში ისევე, როგორც რუსეთში – ქართული დიპლომი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად თქვენ არ მოგიწევთ გამოცდების ჩაბარება, რადგან 300 ადგილი საქართველოსთვის არის რეზერვირებული, რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად თქვენ უნდა გაიაროთ 2 ეტაპი: I - ანკეტა-განაცხადსა და სხვა საჭირო საბუთებს ატვირთავა საიტზე; II - განაცხადის სტატუსის დადასტურების  შემდეგ თქვენ მოგიწვევენ პერსონალური გასაუბრება თბილისში. თუკი ეს პირობები თქვენთვის მისაღებია, ნუ გადადებთ და დაიწყეთ მოქმედება! შეავსეთ ანკეტა-განაცხადი და დარეგისტრირდით საიტზე  https://education-in-russia.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო