ანდრია რაზმაძე

12/30/2021

ანდრია რაზმაძე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში უკვე შემდგარი მეცნიერი იყო და მისი ნაშრომები ძირითადად უცხოურ ჟურნალებში გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და რუსეთში ქვეყნდებოდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად ორ ფუნდამენტურ მიმართულებას ეხებოდა. მან აღმოაჩინა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ლემის სრულყოფილი ფორმა, რომელიც წარმოადგენდა ცნობილი მათემატიკოსების დიუბა რაიმონისა და ლაგრანჟის ლემების განზოგადებას, და წყვეტილ ექსტრემალთა თეორია. 1925 წელს მან სადოქტორო დისერტაცია საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა, თუმცა მანამდე ის თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ერთ-ერთი პირველი ლექტორი იყო.
ვიდეო მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
#მეცნიერთამატიანე
#მეცნიერებისკვირეული2021

ვიდეოები „TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University"-ისგან