Taobaou0026Tmall - "გეფერინის" პროდუქცია ჩინეთის უმსხვილეს პლატფორმებზე გაიყიდება
04/26/2022
Business Media Georgia-ის
მიერ
ქართული კომპანია #Gepherrini-ს პროდუქცია ჩინეთის უმსხვილეს პლატფორმებზე დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება. საუბარია “Taobao”-სა და “Tmall”-ზე, რომელთანაც “გეფერინმა” სამწლიანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გეფერინის საწყობი ჰონკონგში განთავსდება, საიდანაც პროდუქტის მიწოდება მოხდება. “გეფერინის” დამფუძნებელი ილია გეფერიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ პირველი შეკვეთა, 25 მოდელის ჩანთა, უკვე მზად აქვთ. გაგზავნიდან მალევე კი ბრენდის პროდუქცია პლატფორმებზე გაიყიდება. ცნობისთვის, ჩანთებისა და ტყავის სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი ბრენდი “გეფერინი” საქართველოს მასშტაბით ოთხ მაღაზიას, ერთს ბათუმში დანარჩენს კი თბილისში, ფლობს. გარდა ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისა კომპანიას ქვეყნის გარეთ გაყიდვის 44 წერტილი აქვს, მათ შორის არის საკუთარი და სხვა მულტიბრენდული მაღაზიები.
სტუმარი: ილია გეფერიძე - “გეფერინის” დამფუძნებელი;
სტუმარი: ილია გეფერიძე - “გეფერინის” დამფუძნებელი;