თენგიზ ჯგუშია-"მთავრობა მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმირებული არ არის"

08/06/2013
odishitv-ის მიერ

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამეგრელოში ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ესწრებოდა, მცირე ინციდენტი მოხდა. მოძრაობა „სამეგრელოს ხმის\" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ მინისტრს წყლის მილების პრობლემაზე ინფორმაცია მიაწოდა და ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ სასმელი წყლის მილები კორუფციულ გეგმაში მონაწილე კონკრეტულმა ადამიანებმა გაყიდეს და დღეს ფაქტიურად მოსახლეობა უწყლოდ არის დარჩენილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს რომ მილების საკითხთან დაკავშირებით ის ინფორმირებული არ იყო და მხოლოდ თენგიზ ჯგუშიას მიერ წმოჭრილი საკითხის შემდეგ მიიღო არასრული ინფორმაცია ზმგ მოვალეობის შემსრულებლისგან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის მილების ამოღების ფაქტზე „სამეგრელოს ხმამ\" არაერთი შეხვედრა გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა. ერთ--ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ ზმგ მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ გიორგი თოდუამ განაცხადა რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისთვის ალტერნატიული გზების ძიება ხდება.ეს ინტერვიუ გიორგი თოდუამ „ოდიშს\" 9 ივლისს მისცა, ამ ინტერვიუდან ერთი თვის თავზე გიორგი თოდუა ამბობს, რომ საქმის კურსშია არა მარტო ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ მთელი საქართველო და საქმეც ძიებაშია, რაც შეეხება სამუშაოებს, პირველ ეტაპზე ჭაბურღილების რწაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და სასმელი წყლის მიწოდებით მოსახლეობის 60 % დაკმაყოფილდება. „ოდიშის\" გადამ..
http://odishi.ge/sainformacio-sazogad...