The Mins - Blind World [Blind World EP]


The Mins is an Alternative Rock band formed in 2011, Tbilisi, Georgia by Zviad Mgebrishvili. Initially the band consisted of Zviad Mgebrishvili (Vocals, Guitar), Zaza Mgebrishvili (Bass, Vocals), Shota Gvinepadze (Bass, Keyboard), and Daniel Adikashvili (Drums).

ალტერნატიული როკ ჯგუფი The Mins შეიქმნა ქალაქ თბილისში 2011 წლის მარტში ზვიად მღებრიშვილის მიერ. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: ზვიად მღებრიშვილი (ვოკალი, გიტარა), ზვიადის ძმა - ზაზა მღებრიშვილი (ბას გიტარა, ბექ ვოკალი), შოთა ღვინეფაძე (კლავიში, ბექ ვოკალი) და დანიელ ადიკაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი). ჯგუფის სახელი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც წუთები (The Minutes, შემოკლებული ვერსია The Mins). ჯგუფის მოღვაწეობის საწყის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არ იყო დაკომპლექტებული გამოცდილი მუსიკოსებით, ჯგუფი ცდილობდა მრავალი მუსიკალური ექსპერიმენტი ეცადა. ამაში ჯგუფს ხელს უწყობდა წევრების მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნება.
ჯგუფის ადრეულ მუსიკაში მსმენელი იგრძნობს პროგრესივ როკის დიდ გავლენას. ზოგადად ჯგუფის შემოქმედებაში დიდი ზეგავლენა იქონია ისეთმა ჯგუფებმა როგორებიც არის: Muse, Porcupine Tree, 65 Days Of Static, Pink Floyd, Placebo და სხვა.
The Mins-ის პირველ საკონცერტო შესრულება 2011 წლის ოქტომბერს შედგა Altervision Newcomers-ზე, რომლის შემდეგაც ჯგუფს პაუზა ჰქონდა, რათა საკუთარი სარეპეტიციო ფართი ჰქონოდა, რასაც დიდი დრო და რესურსი დასჭირდა. ჯგუფის აქტიური საკონცერტო შემოქმედება 2013 წლიდან ეწყება და პარალელურად ჯგუფის სოლისტი, ზვიად მღებრიშვილი მონაწილეობს სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში „ახალი ხმა“ (The Voice Of Georgia), სადაც იგი 5 ეტაპი წარმატებით გამოდის. ამავე დროს ჯგუფი მონაწილეობას იღებს რამდენიმე ადგილობრივ კონცერტსა და ფესტივალში და უშვებს პირველ ვიდეო კლიპს სიმღერაზე „Blind World“. ამ სიმღერით ჯგუფი შეეცადა უფრო სრულყოფილად გამოეხატა თავიანთი კონცეფცია სმენელის წინაშე. ამავე წელს ჯგუფი უშვებს თავის მეორე მუსიკალურ კლიპს „My Lover Is A Killer“.
2014 წელი ჯგუფისთვის აქტიურად იწყება, და წლის დასაწყისში გამოდის კიდევ ერთი მუსიკალური კლიპი სახელწოდებით „O.W.L.“. აღნიშნული წელი გარდამტეხია The Mins-ის განვითარებაში, ჯგუფი გეგმავს პირველ მასშტაბურ სოლო კონცერტს და მენეჯერად აჰყავს მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოცდილი იურისტი, მირიან კულულაშვილი. 2014 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ თბილისში, ივენთ ჰოლში, ჯგუფი წარმატებულად ატარებს პირველ სოლო კონცერტს სახელად „Blind World“ და გასაყიდად უშვებს ამავე სახელწოდების EP-ს. 2014 წელსვე გამოდის ჯგუფის მეოთხე კლიპი სიმღერაზე „I Don’t Give a Foot“. შემდეგ წელს ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ კონცერტებსა და ფესტივალებში, მათ შორის აღსანიშნავია ჯგუფის გამოსვლა ფესტივალზე Tbilisi Open Air, სადაც The Mins ცნობილი ბრიტანული ჯგუფის The Archive ე.წ. warm up-ზე გამოდის. ჯგუფი შემდეგ წელსაც განაგრძობს სტაბილურ მოღვაწეობას და პარალელურად იცვლება ჯგუფის შემადგენლობა: ჯგუფის წევრებს: ზაზა მღებრიშვილს და შოთა ღვინეფაძეს, ანაცვლებენ: ნიკა აბესაძე (ბას გიტარა, ბექ ვოკალი), რომელიც ზვიად მღებრიშვილთან ერთად მუსიკალურ ჯგუფში Sunny Universe უკრავდა და მულტი ინსტრუმენტალისტი - გიორგი ტეცოშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში).
ახალი შემადგენლობით ჯგუფი არაერთ კონცერტსა და ფესტივალებზე გამოდის როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში, რომელთაგანაც გამოსარჩევია ჯგუფის კონცერტი ქალაქ ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, სადაც The Mins ცნობილი ბრიტანული ჯგუფის The Qemists ე.წ. warm up-ზე უკრავს და აქვე აკეთებს ჯგუფის ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური კლიპის „Letum“ პრეზენტაციას. ჯგუფის შემადგენლობასთან ერთად, მცირე სახეცვლილებას განიცდის ჯგუფის მუსიკაც და იძენს მეტ თანამედროვე ელემენტს. ამავდროულად, The Mins-ის გამოსვლები უფრო ეფექტური ხდება არამარტო მუსიკალურად, არამედ ვიზუალურადაც, რასაც ჯგუფი წინასწარ დადგმული განათებით და საკუთარი ვიზუალებით ქმნის.
ჯგუფის ახლანდელი შემადგენლობაა:
ზვიად მღებრიშვილი (ვოკალი, გიტარა)
ნიკა აბესაძე (ბასი, ბექ ვოკალი)
გიორგი ტეცოშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში, ელექტრო პერკუსიები)
დანიელ ადიკაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში, ელექტრო პერკუსიები)

Band members:
Zviad Mgebrishvili (Vocal, Guitar, Sampling, FX, Sound Engineer)
Nika Abesadze (Bass, Vocal, FX)
Giorgi Tetsoshvili (Keyboard, Drums, Electro Percussion)
Daniel Adikashvili (Drums, Electro Percussion)

https://www.facebook.com/pg/TheMinsOf...
   / theminsband  
www.soundcloud.com/the-mins
www.twitter.com/The_Mins