42°პარალელი - ჭარბი მოხმარება, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა


კლასიკოსი პოლიტეკონომისტებისთვის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებს საზოგადოება ეკონომიკურ ნამეტს: აბანდებს მას კვლავ ეკონომიკაში, ანუ აკეთებს ინვესტიციას, მოიხმარს თუ ფლანგავს.
ფეოდალურ საზოგადოებებში, საზოგადოებრივი ნამეტის ძირითადი ნაწილი მიდიოდა ფეოდალების სასახლეებში, ფუფუნების საგნებსა და თავად-აზნაურთა აკვიატებებში.
ნამეტის გამოყენების საკითხი მნიშვნელოვანია დღესაც, რადგან კავშირი ინვესტიციების დონესა და მოგებას შორის სულ უფრო სუსტი ხდება მსოფლიოში. თანამედროვე კაპიტალისტური სისტემა, ეკონომიკური ეკონომიკური ნამეტის გამოყენების მხრივ, სულ უფრო ემსგავსება ფეოდალურს.
სიუჟეტში ტატო ხუნდაძე, საკუთარ კვლევაზე დაფუძნებით გვიყვება თეორიული მოდელის შესახებ, რომელიც ადარებს პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ეკონომიკური ნამეტის გამოყენების ტენდენციებს და გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და მივბაძოთ შედარებით განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა სლოვენია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან