42° პარალელი - სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში / ევროპარლამენტის არჩევნები

15.06.2019 29:18

სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში - 30 წლის წინ პეკინის ცენტრი საომარი ფილმის დეკორაციას ჰგავდა: ტიანანმენის მოედანზე ეყარა პლაკატები, ველოსიპედები, ტანსაცმლის ნაფლეთები, შეიმჩნეოდა სისხლის კვალიც. ქალაქის ცენტრში ჯარისკაცები პატრულირებდნენ: საღამოს აქ მოხდა ის, რასაც ნეიტრალური დამკვირვებლები „ტიანანმენის მოედნის მოვლენებს“, ლიბერალურად განწყობილები „სასაკლაოს“, ხოლო თავად ჩინეთის ხელისუფლება „კონტრრევოლუციური ამბოხების ჩახშობას“ უწოდებს. რეზი ქოიავას სიუჟეტი. თანამედროვე პოლიტიკა და ევროპარლამენტის არჩევნები - ინტერვიუ კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორთან, სოციოლოგ გორან თერბორნთან. პროფესორი თერბორნი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე სოციოლოგი, რომელსაც ეკუთვნის უაღრესად საინტერესო ნაშრომები კლასის, ძალაუფლების, მოდერნულობის, იდეოლოგიისა და უთანასწორობის თემატიკებზე. ბაქარ ბერეკაშვილი გორან თერბორნს ესაუბრა თანამედროვე ევროპის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან პროცესებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ევროპარლამენტის არჩევნების მნიშვნელობაზე. პროფესორი გორან თერბორნი საქართველოში იმყოფებოდა როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

42° პარალელი - სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში
10:48

42° პარალელი - სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია
05:24

42° პარალელი - ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - ჩინური გზა / კომუნისტური ჩინეთის 70 წელი
32:12

42° პარალელი - ჩინური გზა / კომუნისტური ჩინეთის 70 წელი

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42°პარალელი -  პოლიცია: მკვლელი თუ მოკლული
20:23

42°პარალელი - პოლიცია: მკვლელი თუ მოკლული

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის / ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია
25:14

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის / ესტონეთის კ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - ტრამპის იმპიჩმენტი / ჩინური გზა - კომუნისტური ჩინეთის 70 წელი...
29:34

42° პარალელი - ტრამპის იმპიჩმენტი / ჩინური გზა - კომუნისტური...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - Made in China როგორ შეაჩერა ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემია
14:50

42° პარალელი - Made in China როგორ შეაჩერა ჩინეთმა კორონავირ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - ესპანეთის ორპარტიული სისტემის დასასრული / ყვითელი ღმერთი თეთრი ადამიანისთვის
28:53

42° პარალელი - ესპანეთის ორპარტიული სისტემის დასასრული / ყვი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო