"ქალი და არჩევნები" - მეორე გადაცემა - 20/09/2017

09/21/2017
tamila dolidze-ის მიერ

\"რამდენად ეფექტურად იყენებენ პარტიები ქალების ინტელექტუალურ და პროფესიულ რესურსს; არის თუ არა შესაძლებელი შიდაპარტიული მუშაობისას თანასწორობის პრინციპს დაცვა; შეიცვლება თუ არა საკრებულოებში პროცენტული მაჩვენებლები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ; რა პრინციპითა და კრიტერიუმით არჩევენ მაჟორიტარობის კანდიდატებს - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ქალმა-კანდიდატებმა „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლია მგელაძე მ გაგვცეს.
„ქალი და არჩევნები“, ყოველ ოთხშაბათს, 17:10 სთ „აჭარის რადიოს“ ეთერში.
გადაცემა აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ვიდეოები „tamila dolidze"-ისგან