რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში. რუსეთის საოკუპაციო ძალები ლისიჩანსკში პოზიციებს ამაგრებენ და სლავიანსკის მიმართულებაზე შეტევას ამზადებენ, - ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშში. გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ჩრდილოეთის დონეცი გადალახეს და კრამატორსკის მიმართულებაზე საარტილერიო მომზადება გაიარეს. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სევერსკი-ფედოროვკა-ბახმუტის ხაზამდე თანდათან შევიწროებაზე. პარალელურად, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარ ძალებს დონეცკის ოლქის აღებაზე მიმართავენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. არმიის გენშტაბის ცნობით, არტილერიაში, ავიაციაში, სარაკეტო სისტემებში, საბრძოლო მასალასა და ცოცხალ ძალაში რუსული საოკუპაციო ძალების მრავალჯერადი უპირატესობის გამო, ქალაქის დაცვის გაგრძელება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანდა ჯარისკაცებს, რის გამოც, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად, გადაწყდა ქალაქიდან მათი გაყვანა. ლისიჩანსკი იყო ბოლო ქალაქი, რომელსაც ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმია აკონტროლებდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ ქვეყნის სამხრეთით 50-მდე რუსი სამხედრო, ასევე მათი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ჰაუბიცები გაანადგურა. უკრაინის არმიის „სამხრეთის“ სარდლობის ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში ხომალდების დაჯგუფება წყალქვეშა ნავით გააძლიერა, რის გამოც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ იერიშის განხორციელება 28 ერთეული „კალიბრის“ ტიპის რაკეტით შეუძლია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები