ჰიმნოგრაფიულ კრებულში დაცული სამუსიკო ნიშნების, ნევმების, კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

04/12/2019
Maestro Television-ის მიერ

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მეათე საუკუნის ჰიმნო-გრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პრემიერი და განათლების მინისტრი, მუსიკის მცოდნეები, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრები, დარგის სპეციალისტები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  ნევმები, რომლებიც მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული, ძველ სამუსიკო ნიშნებს წარმოადგენს. მათი მეშვეობით ხდებოდა საგალობლის ჰანგის ჩაწერა.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან