25

04/05/2019

• შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქების მორიგი ეტაპი ხვალიდან იწყება - პრემიერი აცხადებს, რომ რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად გაგრძელდება; ბიზნეს სექტორი რეგულაციების ნაწილის შემსუბუქებას დადებითად აფასებს, ნაწილისთვის კი მათი დაგვიანებით მოხსნა პრობლემებს ქმნის; გაუმჯობესებული ეპიდ-ვითარება, შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი და ქვეყანა ვაქცინის მოლოდინში;
• ჟიგიმატას პავილიონისი საქართველოში გაკეთებული განცხადების გამო სეიმში დაიბარეს, ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის გამო საქართველოს პირველი არხი მორიგი თავდასხმის სამიზნე ხდება - ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებს აინტერესებთ, რატომ გასცდა დეპუტატის ტონი დიპლომატიურ ჩარჩოებს, რაშიც ქართული ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს; ცალკეული მედია საშუალებების წარმომადგენლები საქართველოს პირველ არხს ჟიგიმატას პავილიონისის წინააღმდეგ კამპანიის აგორებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ტელევიზია რუსულ საააგენტოს დაეყრდნო, მაშინ, როდესაც საქართველოს პირველი არხის ინფორმაციის წყარო ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო;
• საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიუხედავად, დიალოგისა და პოლიტიკური კომპრომისის რესურსი კვლავ არ ჩანს; ოპოზიციის უპირობო მოთხოვნებს ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი დაემატა, ხელისუფლება კი კვლავ კანონის უზენაესობაზე მიუთითებს; პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას გულწრფელი დიალოგის დაწყებას სთავაზობს, რასაც ადრესატები დროში აცდენილად მიიჩნევენ;
• შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის საქმე და გამოძიების შედეგები - ექვსთვიანი ძიების შედეგად დადგინდა, რომ მიკროავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო და ავტომანქანას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა, რაც „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მოპოვებულ მასალებს ემთხვევა; დაზარალებულთა მთავარი მოთხოვნა ტურისტული კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხია; კომპანიის დირექტორისა და მიკროავტობუსის მფლობელის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს;
• რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველი არხის ეთერში სერიალი „იდეალური დედა“ ბრუნდება - დრამატული ორი სეზონის შემდეგ, სერიალის შემქმნელები პანდემიით გადაღლილ საზოგადოებას სახალისო სეზონს სთავაზობს, მეოთხე სეზონს კი ახალი პერსონაჟებიც დაემატება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „Comedy Group | კომედი ჯგუფი"-ისგან