ვახტანგ გომელაურის განცხადება ზუგდიდის სპეცოპერაციის შემდეგ
"მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით. არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამშრომელი გაგვეგზავნა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს თავდამსხმელის დასაკავებლად, თუმცა რთული იყო და ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვერ გაწირავდნენ. „რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა, შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, რამდენიც შენ გინდა. ამაზე რა თქმა უნდა, უარი გვითხრა. თავიდან უარს აცხადებდა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით. არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ თანამშრომელი გაგვეგზავნა. ეს ადამიანი ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. არავინ იცოდა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო და რა თქმა უნდა, ბატონი ავთოსთვის იყო ძალიან მძიმე. რთულია, თუმცა ერთი წამით უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი. წარბი არ შეუხრია და მადლობა მინდა ვუთხრა. რაც მოხდა, კი იცით. თავიდან სთხოვა, მარტო ეს გაყოლოდა, თუმცა მან უარი უთხრა, მარტო შენთან ერთად არ წამოვალო და მძევლებიც წაიყვანა, 3 ადამიანი, რომლებიც რამდენიმე საათი მანქანით მოძრაობდნენ იმისთვის, რომ მიმალულიყო. ეს ადამიანი გადავიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანი სიცოცხლეს. გამთენიისას მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ვახტანგ გომელაურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ გომელაურის განცხადება
TV IMEDI
ვახტანგ გომელაურის განცხადება
TV IMEDI
ვახტანგ გომელაურის განცხადება ვაქცინის გაკეთების შემდეგ
Lago TV
ვახტანგ გომელაურის განცხადება ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ გომელაურის განცხადება შოვში მომხდარ სტიქიაზე
Formula News
უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - ვახტანგ გომელაურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში - ვახტანგ გომელაურის გ...
TV IMEDI