რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

1 კვირის წინ

უკრაინაში ბრძოლები გრძელდება. რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ირანული წარმოების 36 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომლიდანაც უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო. ქალაქი ბახმუტი და მარიინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. მისივე თქმით, ეს იყო მეთორმეტე სარაკეტო თავდასხმა დედაქალაქზე, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან