კვარა

11/14/2022
Litagora-ის მიერ

ლიტაგორას ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს.

ოპტიკური ნაკადი #6
სტუმრები: ნინო სამხარაძე და დათო ჩიხლაძე
წამყვანი და ვიდეო: დათო ლობჟანიძე
პროდუსერი და გრაფიკა: სალომე ლეჟავა

ლიტაგორას პოდკასტებსა თუ ზოგადად ვიდეოებში ფეხბურთის თემა იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, ის რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში ვართ სცდება მკაცრად სპორტულ არეალს და სოციო-კულტურული ინტერესის საგნად გვევლინება. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ახლო თუ შორეულ წარსულში არა ერთი ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელი ჰყავდა, იმას რასაც ამჟამად ვადევნებთ თვალს რთულია შეადარო სხვა გამოცდილებას. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უყურებს ყველა, ერთნაირად აღფრთოვანდება ის ვინც ფეხბურთს წლებია ადევნებს თვალს და ისიც ვისთვისაც სპორტის ეს სახეობა სხვა არაფერია თუ არა მოედანზე ფუჭად მორბენალი 22 ადამიანი.
კვარაცხელიას ფენომენზე საუბარი მრავალმხრივ შეიძლება, სწორედ ამიტომაა რომ ოპტიკური ნაკადის მორიგ ეპიზოდში გადავწყვიტეთ მოგვეწვია ადამიანები რომლებიც არა მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულები არიან და ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლამდე დიდი ხნით ადრე აკვირდებოდნენ, არამედ ამ საკითხის საკუთარი პროფესიული ჭრილიდან განხილვაც შეუძლიათ.
შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტული ეპიზოდის ინსპირაცია დათო ჩიხლაძე იყო რომელმაც კვარაცხელიას საკითხი ოპტიკური ნაკადის სულ პირველ გადაცემაში წამოწია, დათო მედია თეორისტია, ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრი და ლიტაგორას აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობი სტუმარი. ნინო სამხარაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია ნაციონალიზმის მიმართულებით, ნინოს დისერტაცია იკვლევს ფეხბურთის როლს იდენტობის საკითხებში 80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში.

00:00 - შესავალი
03:10 - რისი მომსწრენი ვართ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში; რითი განსხვავდება კვარაცხელიას ამჟამინდელი წარმატება წარსულში დიდი ქართველი ფეხბურთელების შემთხვევებისგან?
20:48 - კვარაცხელია, ლეგენდა და მითოლოგიზაცია
24:30 - მარადონა და კვარაცხელია
36:10 - როგორ ვუყურებთ ყველანი კვარაცხელიას თამაშს
41:50 - გუნდურობის და თანამშრომლობის მნიშვნელობა
46:14 - კვარაცხელიას ფენომენის მნიშვნელობა ქართველი ემიგრანტებისათვის

პოდკასტთან დაკავშირებული დამატებითი მასალები:
ოპტიკური ნაკადის პირველი ეპიზოდი
   • ინტერნეტმა ვერ გაგვათავისუფლა  
ქართული საფეხბურთო მითოსი მეხსიერების პირისპირ
https://www.facebook.com/watch/?v=304...
იდენტობის ოდისეა: ქართული ფეხბურთი საკუთარი თავის ძიებაში
shorturl.at/gxACJ
ბარიერა როხა | პანდემია წელი
shorturl.at/puDH6

მარშრუტი.
თბილისი. წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქუჩა - დავით ყიფიანის ქუჩა - ფოთის ქუჩა - წერეთლის გამზირი

პოდკასტის აუდიო ნაწილი ჩაწერილია The Arthouse Gallery-ში, 22.10.22- ში
https://www.instagram.com/the_arthous...
  / thearthousegallery9  


---------------------------------------
მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).
ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.


საქართველოს ბანკი:
GE29BG0000000538341364

თიბისი:
GE19TB7351736080100015

მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია

Facebook
  / litagora  
Instagram
  / litagoramagazine  
Web
https://litagora.ge/

ვიდეოები „Litagora"-ისგან