აფხაზეთი უკრაინის შემდეგ

2 თვის წინ
Kakha Bendukidze Campus Media-ის მიერ

29 სექტემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ", სადაც მოწვეულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და ბლოგერებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: მოხდა თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის და საქართველოს ხელისუფლებების მიერ რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ჯეროვანი შეფასება? გააჩუმა თუ არა საქართველოს პოლიტიკურმა დღის წესრიგმა დევნილები მათი გამოცდილებებისა და მეხსიერების შესახებ 30 წლის მანძილზე? მსგავსია თუ არა ბუჩა და გაგრა, სოხუმი, ახალდაბა... აჩენს თუ არა რუსეთის დასუსტება შინ დაბრუნების შანსს ? როგორ შევცვალოთ აფხაზეთის სტატუს-კვო უკრაინაზე აგრესიის შემდეგ? კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ" კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ფარგლებში ჩატარდა.