ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელში ვირუსის საკონტროლო პუნქტები მოეწყო
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის გასასვლელთან და შესასვლელთან საველე კარვები ააწყვეს. პუნქტებზე აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში უკვე დაიწყო. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ასევე უტარდებათ ტესტირება. პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ატარებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და აჭარის ა/რ-ის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
სატრანსპორტო კოლაფსი ბათუმში
Formula News
ქალაქ ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელებში პოლიციის სპეციალუ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დარჩება თუ არა ბათუმის შესასვლელში, სანაპირო ზოლზე თევზის რე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კარანტინი ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster