საპატრიარქო: "დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან, აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს"

02.05.2019 00:43

დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია -- "ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო