SMP-ების მომავალი: მარკეტინგი და კომუნიკაცია - მსოფლიო ბანკის VI ვებინარი

17.09.2021 01:20:53

16 სექტემბერს, მსოფლიო ბანკმა მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმებისთვის მორიგი ვებინარი გამართა: „მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების მომავალი: მარკეტინგი და კომუნიკაცია“. მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ☑️ როგორ უნდა გააფართოოს ფირმამ საქმიანობა და გაყიდოს მომსახურება; ☑️ მარკეტინგის სარგებელი; ☑️ როგორ მოვიზიდოთ სასურველი კლიენტები. ვებინარის წამყვანი: ▪ პოლ თომფსონი - EFAA-ის დირექტორი და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი. მოწვეული მომხსენებელი: ▪ მაიკ კრუკი - პრიზიორი მარკეტინგული სააგენტოს PracticeWeb-ის მმართველი დირექტორი, რომელიც 20 წელზე მეტია ექსკლუზიურად მუშაობს საბუღალტრო კომპანიებთან. _______________________ ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში გაიმართა. მსოფლიო ბანკის მოწვევით, ღონისძიებას STAREP-ის პროექტის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელარუსის რესპუბლიკის და უკრაინის წარმომადგენლებიც დაესწრენენ. __________ გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი, რომ არ გამოგრჩეთ აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროს სიახლეები. __________ თვალი გვადევნეთ: Facebook:   / sarasgeorgia   Linkedin:   / 13030507   ვებგვერდები: https://www.saras.gov.ge/ https://reportal.ge/

გაზიარება: