ლასლო თაბარი თბილისში დაგეგმილ ტრენინგზე
საერთაშორისოდ აღიარებული #რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კორპორაციის #პრეზიდენტი, შვედეთიდან პროფესორი ლასლო თაბარი თავისი მულტიდისციპლინური კურსის უნიკალურობაზე საუბრობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. "მე გახლავართ ლასლო თაბარი, ძუძუს დაავადებების დიაგნოსტიკის სპეციალისტი. მოხარული ვარ, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მოწვევით, საქართველოში, კერძოდ თბილისში, 13-14 ოქტომბერს უნდა ჩავატარო 2-დღიანი სამედიცინო სასწავლო კურსი, რომელიც დაფუძნებულია ჩემს 45-წლიან გამოცდილებაზე ძუძუს დაავადებათა დიაგნოსტიკაში. ამ კურსის უნიკალურობა მდგომარეობს დიდი ფორმატის 3D ჰისტოპათოლოგიურ მონაცემებსა და სხვადასხვა კვლევის მეთოდებს შორის მუდმივ კორელაციაში. კურსის მიმდინარეობისას განვმარტავთ და ავხსნით მამოგრაფიულ გამოსახულებაზე არსებულ ყველა დეტალს. მათ შორის, განიხილება როგორც ძუძუს შეუცვლელი ქსოვილი, ასევე, მისი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ცვლილებებით გამოწვეული დაზიანება. როგორც ჰისტოპათოლოგიური, ასევე, გამოსახულებაზე ნანახი ცვლილებები განიხილება პაციენტის გრელვადიან შედეგებთან კორელაციაში, რაც წარმოადგენს ჩვენი პროფესიული საქმიანობის ძირითად მიზანს. მივესალმები ამ მიმართულებით მომუშავე გუნდის თითოეულ წარმომადგენელს და გიწვევთ ამ მოკლე, ინტენსიურ სასწავლო კურსზე."-ლასლო თაბარი ტრენინგის შესახებ.
მსგავსი ვიდეოები
ლასლო თაბარის ტრენინგი
Screening Center/ სკრინინგ ცენტრი
ლასლო ბარანიაი - ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შალვა პაპუაშვილის და ლასლო კიოვერის ერთობლივი განცხადება
დიმიტრი ქუმსიშვილი ლასლო ბარანაის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბრიფინგი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ლასლო კოვერმა...
David Usupashvili
ABRAAM SAPIR იუმორის ოსტატი - ხანა ლასლო პირვე...
Abraam Sapir
ნიჭი თუ შრომა
ალექსანდრე
22 წელი ვაგონში -სიკეთის ქალაქი
სიკეთის ქალაქი