საზეიმო ღონისძიება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში
⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და ,,N სტუდიის" ორგანიზებით, დღეს, 2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 🔸 ღონისძიება გიორგობის დღესასწაულს, უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობასა და ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის კურთხევიდან 18 წლისთავს მიეძღვნა. 🔸 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ასევე შშმ პირები, მათ შორის, ინკლუზიური საცეკვაო სკოლა „ანისი“ და თერჯოლის დღის ცენტრი „იმედის სხივი". 🔸 საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთებისა და ბავშვთა ნახატების გამოფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის, დამთვალიერებელს შეეძლო ენახა სამტრედიის, თერჯოლის, ახალციხის, ზუგდიდის, ლენტეხის სკოლების, წმინდა ექვთიმე და წმინდა გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლის, ,,აფხაზეთი 2"-ის სამხატვრო სკოლისა და სხვა სასწავლებლების მოსწავლეთა ნამუშევრები. 🔸 ღონისძიებაში დაახლოებით 700 ადამიანი მონაწილეობდა. ✅ გამოიწერეთ ჩვენი არხი ~ / @user-mp5zh4kh5g ✅ Facebook ~ https://www.facebook.com/sazupatriarc... ✅ Website ~ https://sazu.ge/index #საზოგადოებასთანურთიერთობისსამსახური #პატრიარქი #ღონისძიება
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური-ის სხვა ვიდეოები
დედების ცხოვრება ბოდბის მონასტერში
იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) - ბერი ექიმის თეთრი...
განსაცდელი (კრიზისი) - ჩიხი თუ ახალი "შესაძლებლობა...
44:10
ევქარისტიის შესახებ
01:04:00
სიყვარულის ფილოსოფიურ-ქრისტიანული გააზრება
56:06
აზარტული თამაშების მავნე შედეგები
01:01:45
საპატრიარქოსა და სტუდენტური პარლამენტის ერთობლივი...
01:01:15
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის...
მსგავსი ვიდეოები
საზეიმო ღონისძიება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ე...
N STUDIА
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებე...
Radio Atinati
ტაძრის კურთხევა მახათას მთაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზეიმო ღონისძიება მესამე ქვეით ბრიგადაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზეიმო ღონისძიება ეროვნული უშიშროების საბჭოს დაარსებიდან 20...
nsc geo
საზეიმო ღონისძიება რუსთავის #1 ბაგა- ბაღში 02- 06- 2017
TV4. ge
საზეიმო ღონისძიება ახალციხის მერმა გახსნა
მეცხრე არხი ახალციხე
საზეიმო ღონისძიება სდსს-ის იუბილესთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster