სამი ამხანაგი - ქართული მულტფილმი 1943 (რუსულ ენაზე) HD

23.05.2021 17:15

სამი ამხანაგი - ლადო მუჯირის მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველ ქართული მულტფილმიდანაა. გადაღებულია 1943 წ. თავად რეჟისორი და მხატვარი ლადო მუჯირი (1907-1953) დაიბადა ზუგდიდში. 1930 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამავე არხზე დოკუმენტური ფილმი:    • Video   1929 წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვში". გადაღებული აქვს ფილმები: "არგონავტები" (1936), "გაიძვერა" (1936), "ჩიორა" (1938), "გადააჭარბა" (1941), "სამი მეგობარი" (1943), "ოქროს ბიბილო" (1947), "გაზაფხულის სტუმრები" (1947), "მამაცი მთამსვლელები" (1950, ა. ხინთიბიძესთან ერთად), "ფრთოსანი მეგობრები" (1950) და სხვა. მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორი და მხატვარი. ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელი.

გაზიარება: