წინასაარჩევნო დარღვევები ISFED-ის მეორე ანგარიშში

08/23/2016
ISFED-ის მიერ

ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობები, არაუფლებამოსილი პირების აგიტაციაში მონაწილეობისა და ზეწოლა- მუქარის ფაქტები, - ეს ის დარღვევებია, რომლებიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პროცესში დააფიქსირა. ორგანიზაცია დღეს მონიტორინგის რიგით მეორე შუალედურ ანგარიშს წარადგენს. დაკვირვება 18 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა. „სამართლიანი არჩევნები“, დარღვევებთან ერთად, რეკომენდაციებსაც გამოაქვეყნებს, რომლის საფუძველზეც ორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკურ სუბიექტებსა და თვითმმართველობებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია დაფიქსირებულ დარღვევებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზეც დააყენებს. „სამართლიანი არჩევნები“ მორიგ ანგარიშს სექტემბერში წარადგენს.

გაეცანით ანგარიშს მოცემულ ბმულზე: http://www.isfed.ge/main/1118/geo/

ვიდეოები „ISFED"-ისგან