მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტი: „ახალი მთავრობა სულ მაკრიტიკებდა იმისთვის, რომ ამდენ ხალხს ვაძლევდი მოქალაქეობას. მე ვამაყობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე აქედან წავიდა. მეორე, ათობით ათასმა ქართველმა, ჩვენმა თანამემამულემ აღიდგინა ან საუკუნეების შემდეგ დაიბრუნა საქართველოს მოქალაქეობა. მოქალაქეობის მინიჭება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მაგრამ ახლა მოვიდა მთავრობა და მას უკვე ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ ამ საკითხებში იქნება ძალიან კონსერვატიული. ეს იმას ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, შეიძლება, საერთოდ არავის არ მისცეს მოქალაქეობა. ჩვენ მზად ვართ, იმ ადამიანებს მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა, რომლებსაც ეს ნამდვილად ეკუთვნის - საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები\".

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პირადად დაინტრესდა \"მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების\" თაობაზე დაწყებული განცხადებების მიღების პროცესით. მიხეილ სააკაშვილი დღეს სასახლის საშვთა ბიუროში მოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა მისი ინიციატივის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა მადლიერება გამოხატა ადმინისტრაციის თანამშრომლებისადმი, რომლებსაც განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook:   / saakashvilimikheil  
Visit Twitter:   / saakashvilim  
---------------------------------------------------------------------------------------- Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook:   / saakashvilimikheil  
Visit Twitter:   / saakashvilim  
----------------------------------------------------------------------------------------