ანდრეას შულცი - სონეტი მთვარეს

03/17/2011
BigCrow from Georgia-ის მიერ

Link and (c) here: http://ni2.ge/2011/orkauli-shulc/

წარმოგიდგენთ პოეტური ორდენის წევრი პოეტის, ანდრეას შულცის შემოქმედების ნაკვესს. ლექსი - სონეტი მთვარეს.

ვკითხულობ მე.

ო, მთვარევ, მთვარევ
ო, მთვარევ!
რას მერჩი,
რას დამატარებ

ო, ჩემო კარგო
ო, ჩემო!
ვერ გხედავ, ცხოვრების
დავკარგე გემო

მაშინ, როდესაც მთვარე ამოდის
გავდივარ გარეთ, ცრემლი ჩამომდის
ლამაზ ფანჯრება მდიდრულ ოტელზე
ლიფტი ადის და ლიფტი ჩამოდის

რაღაცას ვეძებ, რაღაც მინდა ვთქვა
და მუზას შევთხოვ - გული მომეცი!
თუმც ვერ გიბედავ პირდაპირ გითხრა
მოდი, მომეცი! მოდი, მომეცი!