კოვიდ-ინფიცირების მძიმე შემთხვევები ბავშვებში


კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელმა წინასწარ პროგნოზს გადააჭარბა.

ჩატარებული კვლევებით, სწორედ „დელტა“ სახეობით არის ინფიცირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალშობილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჩვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზეა ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი კიდევ ორი ახალშობილი. ბრიტანულთან შედარებით კიდევ უფრო გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული ინდური სახეობა დაავადების მძიმე მიმდინარეობითაც გამოირჩევა, მათ შორის მცირეწლოვნებსა და ახალგაზრდებშიც. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ „დელტა“ შტამი დომინანტი მიმდინარე თვიდან გახდება. შეზღუდვების მოხსნა, ეკონომიკის სრულად აღდგენა და საზღვრების გახსნა უკვე აისახა ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე. ყოველდღე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. იმუნიზაციის საბჭოში დღეს პირველად თქვეს, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60 %-ის აცრის გეგმა შესაძლოა ვერ შესრულდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან