მედიაჰოლდინგ "ფორტუნას" ჟურნალისტი ნინუცა როსტიაშვილი "მის საქართველოს" კონკურსანტია

12/03/2018
Music Box-ის მიერ

სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ქერა ცისფერთვალება გოგონები დიდი ინტელექტუალური მონაცემებით არ გამოირჩევიან ჩვენი რესპოდენტი აშკარად ამსხვრევს, ამბობს, რომ დიდი ბრძოლა მოუწია იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ ლამაზი, ბრჭყვიალა გოგოს მიღმა ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანი დაენახა. პროფესიით ჟურნალისტი, 21 წლის ნინუცა როსტიაშვილი რადიოჰოლდინგ ფორტუნას თანამშრომელია და თვლის, რომ ამას ბევრი სწავლისა და შრომის შედეგად მიაღწია. ახლა კი ახალი გამოწვევის წინაშე დგას და \"მის საქართველოს\" კონკურსზე სხვა გოგონებთან ერთად ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალბატონის ტიტულისთვის ისეთი ენთუზიაზმით იბრძოლებს, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობაზე დიდხანს ფიქრობდა, საბოლო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით მიიღო. ბოლოს კი საუკეთესო გოგონებს შორის მოხვდა.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან