სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა


სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. სოფელ ჯოყოლოში გუმაშვილების ოჯახს ადამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წუხელ შეატყობინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადამი სირიაში ხუთი წლის წინ წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გავლენიანი პირი იყო. ის დაახლოვებული იყო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, რომელიც ასევე წარმოშობით პანკისის ხეობიდან იყო.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის, მთარგმნელისა და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის სულეიმან გუმაშვილის ვაჟია. მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით არ დადასტურდა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან