საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა
მიხეილ სააკაშვილი :„ეს სასახლე არ არის სააკაშვილის, მე როგორ სახლშიც ვცხოვრობდი რევოლუციამდე, ახლაც ისეთივე სახლში ვბრუნდები . ეს სასახლე ქართველ ხალხს ეკუთვნის. ის აშენდა, როგორც საპრეზიდენტო სასახლე. ამ სასახლეს უკავშირდება ის, რომ ომის დროს აქ ჩამოვიდნენ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ლიდერები, თუნდაც ამიტომ არ შეიძლება ამის ფუნქციის შეცვლა. აქ იყო მთელი ევროპა, რომელიც ჩვენს გადასარჩენად ჩამოვიდა. აქ შედგა ისტორიული მნიშვნელობის მქონე აქტები, ხელი მოეწერა დოკუმენტებს და გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპული მომავლისთვის." საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა პრეზიდენტის სასახლის, როგორც სახელმწიფო ინსიტიტუტის მნიშვნელობა. მან ასევე ისაუბრა, თუ რა ღირსებებისა და დამსახურებისთვის მიანიჭა რევაზ ჭარბაძეს ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენი. მანვე ვილნიუსის საიმიტთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა: „ ვილნიუსის სამიტზე სავარაუდოდ ახალი პრეზიდენტი გამეგზავრება, ეს ნამდვილად არ იქნება ჩემი ფუნქცია." ქვეყნის პირველმა პირმა კომენტარი ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის დღემდე მოუწოდებს ინვესტორებს, ჩადონ საქართველოში ფული, რადგან ეს პირველ რიგში ხალხის კეთილდღეობაზე აისახება. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური 6 პროცენტიანი ვარდნა დროებითი მოვლენაა". Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi... Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM ---------------------------------------------------------------------------------------- Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi... Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM ----------------------------------------------------------------------------------------
მსგავსი ვიდეოები
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია | 26.10.2022
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 09.12.2020
National Bank of Georgia
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება - მაისი 2020
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 29.04.2020
National Bank of Georgia
მედიის შეკითხვები
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ეროვნული ბანკის 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის პ...
National Bank of Georgia
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია
National Bank of Georgia
ხმის მიცემის შემდეგ მედიის შეკითხვებს პრეზიდენტმა საკუთარ სა...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил